ლიეტუვას სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ლიეტუვას სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს.

„რეზოლუციაში სეიმი ეხმიანება და ეყრდნობა 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. სეიმის რეზოლუციაში დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთს კვლავაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში, განხორციელდეს ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო დაბრუნება და უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის უფლებათა პატივისცემა“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

აღნიშნული რეზოლუციით, სეიმი აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო