ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - სამინისტრო არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას ისევ გეგმავს

რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, ტოვებს თუ არა ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ძალაში.

"რა თქმა უნდა, ეს პროექტი ძალაში რჩება და სამინისტრო გეგმავს არსებული მანქანების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლებას, თუმცა როდისთვის მოხდება ეს, ამას ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს," - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა სამთავრობო მანქანების - შავი ჯიპების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლება თებერვალში დააანონსა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს