რუსული მედია - ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ТАСС ავრცელებს.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს დისკუსია ჰქონდათ რუსეთის, უკრაინისა და მინსკის შეთანხმებების საკითხზე, რის შედეგადაც სანქციების გახანგრძლივების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა წყარომ.

წყაროს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებს მოახსენეს, თუ როგორ მიმდინარეობს მინსკის შეთანხმებების რეალიზება, რაზეც მიბმულია რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.

„ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ დადებითი ცვლილებები არ არის. შესაბამისად, სანქციების გახანგრძლივება ხდება და სასანქციო რეჟიმი უცვლელი რჩება“, - აღნიშნა წყარომ.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ სანქციების გახანგრძლივების ოფიციალური პროცედურა უახლოეს დღეებში დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს