რეგიონალური განვითარების სამინისტრო - თიანეთში 4 000-მდე ადგილობრივი სასმელ წყალს სტაბილურად მიიღებს

თიანეთში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ადგილობრივებს სასმელი წყლის მიწოდების სეზონურად წარმოქმნილი პრობლემა მოუგვარდა.

დაბა თიანეთს წყალი 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, წყლის მცირე დებეტის გამო, მოსახლეობა სასმელ წყალს შეზღუდული გრაფიკით იღებდა. ადგილობრივების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სარეაბილიტაციო სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, სათავე ნაგებობიდან დამატებითი წყლის რესურსის მოძიების შედეგად დებეტი გაიზარდა, რაც თიანეთის 4000-მდე მაცხოვრებელს, ზამთარსა და ზაფხულში, სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა