ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოებს სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო.

აღდგენითი სამუშაოები უტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება; იცვლება ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები.

მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის მწყობრში მოყვანის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება დამხმარე ნაგებობებს და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

„სრულდება ყველა საჭირო სამუშაო იმისათვის, რომ, შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში, ნაგებობა მზად იყოს, გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა და ქალაქ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს