ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ბანაკში წელს 3 000 მოსწავლე დაისვენებს.

ზაფხულის განმავლობაში სულ 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებით, 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.

სამინისტროს განცხადებით, „მომავლის ბანაკი“ იქნება შაორში; „მომავლის ბანაკი“ – ანაკლიაში; „სპორტული ბანაკი“ – დაბა ბაკურიანში; „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ – მანავში; რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ – ქუთაისში და „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“, რომელსაც ცენტრი ევროკავშირთან ერთად (ევროკავშირის დაფინანსებით) ახორციელებს.

ბაკურიანსა და მანავში მდებარე ბანაკში მცირეკონტიგენტიანი სკოლების 11-18 წლის მოსწავლეები, ხოლო ქუთაისში მდებარე ბანაკში 12-16 წლის მოზარდები დაისვენებენ. ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საქართველოს ყველა საჯარო სკოლიდან 14-18 წლის ერთი წარმატებული მოსწავლე გაემგზავრება. შაორის „მომავლის ბანაკში“ სტუდენტები დაისვენებენ, ხოლო საერთაშორისო ბანაკში ახლო აღმოსავლეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით - კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება. გარდა ამისა, ლიდერის პოზიციაზე ზაფხულის განმავლობაში, 300 ახალგაზრდაა დასაქმებული.

პროექტში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა, უშუალო განმახორციელებელი კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა