ამერიკული მედია - მერილენდში, Capital Gazette-ზე თავდამსხმელმა 2012 წელს გაზეთთან სასამართლო დავა წააგო

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მერილენდში, Capital Gazette-ზე თავდამსხმელმა 2012 წელს გაზეთთან სასამართლო დავა წააგო. აშშ-ს ქალაქ ანაპოლისში გაზეთ Capital Gazette-ის რედაქციაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. სამართალდამცველებმა დააკავეს თავდამსხმელი. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, თავდამსხმელის სამიზნე ჟურნალისტები იყვნენ.

ტელეარხი NBC News წყაროზე დაყრდნობით თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საუბარია 38 წლის ჯეროდ უორენ რამოსზე, რომელმაც 2012 წელს გამოცემის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ცილისწამებისთვის, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მის სახლში პოლიცია ჩხრეკას ატარებს.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ მომხდარს „ლოკალური ინციდენტი“ უწოდა, ტერაქტი კი გამორიცხა. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ლინდსი უოლტერსმა განაცხადა, რომ მერილენდში მომხდარის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს