ირაკლი აბესაძე - ქართველი მესაზღვრეების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ქართველი მესაზღვრეების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ცალსახად არის რუსეთისგან არამეგობრული და მტრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც თავად საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიმართ. საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს