მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები

კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, დამატებითი სამუშაოები ადგილები შექმნან და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

„მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზეა წარმოდგენილი. ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტშიც ვისაუბრე. ეს შეეხება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ კომერციული საქმიანობა საგადასახადო დავალიანებების გამო. ამ დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში. იქედან გამომდინარე, რომ შეგვენარჩუნებინა სისტემური მიდგომა, მივიღეთ გადაწყვეტილება და ინიციატივა გულისხმობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას 2013 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულები იყვნენ შეეჩერებინათ საქმიანობა საგადასახადო დავალიანების გამო. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და გამოუყენებელი შესაძლებლობები. აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა