ირაკლი აბესაძე - საგამოძიებო კომისიის სხდომებმა რეალურად დაარწმუნა საზოგადოება, რომ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები

ჩატარებულმა კომისიის სხდომებმა და სხდომის მასალებმა, რეალურად დაარწმუნა საზოგადოება და ჩვენც, რომ არსებობს სერიოზული პასუხგაუცემელი კითხვები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს გამოიკითხება რამდენიმე თვითმხილველი და მომდევნო დღეებში ისევ გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას, როგორც შსს-დან, ისე პროკურატურიდან. ჩატარებულმა კომისიის სხდომებმა, ისევე როგორც სხდომის მასალებმა, რეალურად დაარწმუნა საზოგადოება და ჩვენც, რომ არსებობს სერიოზული, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვები არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს