მამუკა ბახტაძე - აშშ-ის მხრიდან ჩვენ ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე

აშშ-ის მხრიდან ჩვენ ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე, მათ შორის კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოხდა ისტორიული აქტის ინიცირება, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსის და დატვირთვის მქონე საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან ჩვენ ვიღებთ უპრეცენდენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე, მათ შორის კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მძლავრი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარადგინეს. აქტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა