მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვას სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მან ლიეტუვას რეზოლუციისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მეგობრისა და მხარდამჭერის, ლიეტუვას სეიმის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას. რეზოლუცია ლიეტუვას სეიმმა 28 ივნისს ერთხმად მიიღო. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი მეგობარი ქვეყნები არასდროს შეეგუებიან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიეტუვას სეიმს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

ლიეტუვას სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღო.

„რეზოლუციაში სეიმი ეხმიანება და ეყრდნობა 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. სეიმის რეზოლუციაში დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთს კვლავაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში, განხორციელდეს ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო დაბრუნება და უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის უფლებათა პატივისცემა“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა