მამუკა ბახტაძე - “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს” კომერციულ საქმიანობასთან კავშირი არასოდეს ჰქონია

“სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფს” კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ გამორჩა მას დეკლარაციაში არასამეწარმეო იურიდიული პირი “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი,” რომელიც 12 წლის წინ, 2006 წელს ორ პირთან ერთად დააფუძნა და მისი გამგეობის წევრიც იყო.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “სამედიცინო ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი” არის არასამეწარმეო ორგანიზაცია და ის წესით დახურული უნდა იყოს.

“ის, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია წესით დახურული უნდა იყოს. ამ ორგანიზაციას კომერციულ საქმიანობასთან კავშირი ნამდვილად არასოდეს ჰქონია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა