ბათუმში რესტორნები შეამოწმეს

ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ამავე ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ, ექიმებთან ერთად რამდენიმე რესტორანი დაათვალიერეს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, შეხვედრა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში შედგა და ე.წ. სინფორმაციო - მაკონტროლებელ ხასიათს ატარებს.

„შემოწმდა რამდენად სრულფასოვნად სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონი, არის თუ არა თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები, გაესაუბრნენ მომსახურე პერსონალს და სტუმრებს. აღნიშნული ჯგუფის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება და საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომაც მონიტორინგს, როგორც პარლამენტარები, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დროდადრო, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში განახორციელებენ. მათივე თქმით, მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე კაფე-ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს კონტროლის კანონი ფაქტობრივად 100 % - ით სრულდება, შედარებით არასახარბიელო მდგომარეობაა საჯარო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, სადაც ცალკეული პირები, მათ შორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კაბინეტებში, დაკეტილი კარის მიღმა კვლავაც ეწევიან.

ჩვენ გაუფრთხილებლად ვესტუმრებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელზეც მონიტორინგის სამსახური მამხილებელი ფაქტების გამო, როგორც დამრღვევზე გონივრულ ეჭვს მიიტანს. ამ კანონის აღსრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ იმიტომ, რომ არამწეველები სუნმა არ შეაწუხოს, არამედ, დავიცვათ. ადამიანების ჯანმრთელობა თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან.“ - განაცხადეს სარეიდო ჯგუფის წარმომადგენლებმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს