რუსული მხარის მიერ დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებს ლაგოდეხის სასაზღვრო სამმართველოში ცოტა ხანში ელოდებიან

ლაგოდეხში ორი დღის წინ, საზღვრის პერიმეტრზე შემოვლის დროს რუსული მხარისგან დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებს ლაგოდეხის სასაზღვროს სამმართველოში ცოტა ხანში ელოდებიან. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ერთ-ერთი მესაზღვრის, კობა მაჭარაშვილის ოჯახს. მისი მეუღლის, ირმა კაპანაძის თქმით, მას არავინ დაკავშირებია და ეს ინფორმაცია არ აქვს.

"არავის დაურეკავს, მხოლოდ გუშინ, მედიაში გავრცელების შემდეგ დამირეკეს დეპარტამენტიდან და მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე სამსახურებრივი მოვალეობის დროს აღმოჩნდა რუსეთის მხარეს და დღეს დააბრუნებდნენ“, - განაცხადა ირმა კაპანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა