ნუკრი ქანთარია - მინისტრები ალბათ მოტოროლებზე ვერ გადავლენ, მაგრამ 100 000 - ლარიანი მანქანებით სიარული საჭირო არ არის

ალბათ, მოტოროლებზე ვერ გადავლენ მინისტრები, მაგრამ გარკვეულწილად, ბუნებრივია, ცოტა უნდა დაზოგონ თანხები და მართლაც არ არის საჭირო -100 000 ლარიანი მანქანებით სიარული, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრემიერ–მინისტრის განცხადებას ავტოპარკთან დაკავშირებით.

„შავი იქნება, წითელი თუ ყვითელი, ფერს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რა ხარჯებია ამ მანქანებში და რამდენად იტანს და უნდა აიტანოს სახელმწიფომ. მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის დროს არ ვიცი რამდენი გადაიხადა, ალბათ აუდიტი გაარკვევს. მაშინ ის არ იყო პრემიერ - მინისტრი, ახლა პრემიერია და სხვა თვალით უყურებს ალბათ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ველოსიპედებით გადაადგილებაც შეიძლება.

„ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ მთა–გორიანი ადგილი გვაქვს და ამდენად გაძნელდება, ვინაიდან ყველას არ აქვს ძალა, რომ აღმართებში მიაწვეს და თუ ამომრჩეველიც დაეხმარება ხოლმე, მაშინ შეიძლება განხილვის საგანი გახდეს. პრემიერ–მინისტრი ახალგაზრდაა, მაგრამ მარტო თავის თავისთვის ხომ არ უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერი ავტოპარკის თემაზე მთავრობის უახლოეს სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოსვლას გეგმავს.

„მთავრობის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ “ჯიპებს“, არამედ ზოგადად ავტოპარკს - განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რომელიც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არის, არის სრულიად მიუღებელი - მე ვიტყოდი - კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და მთავრობის შემდეგ სხდომაზე წამოვადგენ, რომელიც ზოგადად ეხება ავტოპარკს - ნებისმიერი მანქანის ჩათვლით. განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო