„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ელტონ ჯონის კონცერტისთვის თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

ინგლისელი პოპ და როკ მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.

გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 09:30 საათზე შესრულდება და უკან 11:30 საათზე დაბრუნდება.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები, სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში ხუთჯერ სრულდება.

სერ ელტონ ჯონის კონცერტები Black See Arena-ზე 30 ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება. 71 წლის მუსიკოსი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა