ბიზნესომბუდსმენი - გადამხდელებისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, გადამხდელებისათვის, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწეროთ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა, პრობიზნესურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადაგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს.

„გადამხდელებისათვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა პრობიზნესული ინიციატივაა და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს განაახლონ ამ მიზეზით შეჩერებული საქმიანობა. ჩვენი რეგიონული შეხვედრების დროს მეწარმეების მხირდან მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის გააქტიურების საკითხი ისმებოდა. სამთავრობო გუნდის ეს ნაბიჯი კი ვფიქრობ პასუხობს ამ გამოწვევას და კომპანიებს, რომლებსაც დარიცხული გადასახადის გამო ჰქონდათ საქმიანობა შეჩერებული შეძლებენ ბიზნესის კეთების გაგრძელებას და ჩაერთვებიან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შექმნაში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა