მაია ცქიტიშვილი - ბევრი ნაბიჯი გადავდგით ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციისთვის

ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციისთვის. ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივნის, ბატონი ანდრეას კიფერის ვიზიტი ჩვენი წარმატებული რეფორმების კიდევ ერთი დასტურია, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისში დეცენტრალიზაციის ხედვა წარადგინეს.

„გარდა ამისა, ჩვენი სამინისტროს ბაზაზე აქტიურად ვმუშაობთ, რათა დეცენტრალიზაციის გეგმა შევიმუშავოთ. დღეს საშუალება გვაქვს ეს საკითხი ევროპის საბჭოსთან ერთად განვიხილოთ და მათი რეკომენდაციები მოვისმინოთ“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას .

სახელწოდებით "საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში" სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახი კალაძე, საკანონმდებლო და აღამსარულებელი ხელისულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო