ქვემო ხვითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე და საკრებულოს წევრი ზურაბ ყაჯრიშვილი სოფელ ქვემო ხვითის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივების თქმით, სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყალი და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა იყო. სასმელი წყალი რამოდენიმე თვეა უკვე მოსახლეობას 24- საათიან რეჟიმში უპრობლემოდ მიეწოდება.

გორის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1070- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საგზაო სამმართველო N1“ ახორციელებს.

პროექტი, რომლის ღირებულება 661 970 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ხვითის საბავშვო ბაღიც დაათვალიერა, რომლის გახსნა ახალი სასწავლო წლისთვის იგეგმება.

„სოფელში ამბობენ, რომ ხვითში 25 წელზე მეტია ბაღი არ ფუნქციონირებს. ბაღის რეაბილიტაცია დასრულებულია და ხვითში სულ მალე ორჯგუფიანი ბაღი გაიხსნება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს