ირაკლი აბესაძე მოზარდების მკვლელობაზე - არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა

არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ, გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა და გამოძიებას ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის წევრი, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს.

საგამოძიებო კომისია თვითმხილველების დაკითხვას დღეს აგრძელებს.

“არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ, გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა. ამ ადამიანებით შს სამინისტროს წარმომადგენლები არ დაინტერესებულან და ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ თვითმიხლველებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გამოძიებას არ გამოუყენებია. ეს ადამიანები დაიკითხნენ ძალიან გვიან და ზერელედ. არ დასმულა არც ერთი ისეთი კრიტიკული კითხვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მეტი ინფორმაციის მიღებას. ჩვენ რა თქმა უნდა, დავსვამთ ამ შეკითხვებს. სამწუხაროდ, არ ვიცი, თვითმხილველები დღეს - ტრაგიკული შემთხვევიდან 7 თვის გასვლის შემდეგ რამდენად შეძლებენ დეტალების აღდგენას. ჩვენ ვალდებული ვართ ეს ადამიანები გამოვკითხოთ. მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას. კომისიის ფარგლებში ვნახეთ, რომ ბევრ კითხვაზე, რომელიც მასალების წაკითხვის შემდგომ გაჩნდა, მათ პასუხი არ აქვთ,’’ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს