პარლამენტის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარლამენტის აპარატსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის, ერთობლივი ინიციატივის განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს ლაშა მაღრაძეს პარლამენტის სასწავლო ცენტრის აუდიტორიები დაათვალიერებინა და უწყვეტი სწავლების ეფექტიანი სისტემის შექმნის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოწვეული იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერები, რომელთა უმრავლესობა პრაქტიკოსი მოსამართლეები არიან. მისივე შეფასებით, დაგეგმილი ტრენინგები პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ცოდნის გაღრმავების ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იქნება.

“იუსტიციის უმაღლესი სკოლა, თავისი პროფილით, ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსამართლეების და სასამართლო სისტემაში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებას ემსახურება. სწორედ მათი პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესაძლებლობა გვქონდეს მოვიწვიოთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერები ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლებასთან, სასამართლოს მიერ წარმოებულ პროცესებთან, იმ კანონმდებლობასთან, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს და მის ინტერპრეტაციასთან, პრაქტიკიდან გამომდინარე. მათი ტრენერების ძალიან დიდი ნაწილი მოქმედი მოსამართლეები არიან, რაც შესაძლებელს გახდის, რომ სწორედ სასამართლო განსჯადობის პროცესში გამოვლენილ საკითხებზე, გამოწვევებზე, პრაქტიკიდან წამოსულ პრობლემატიკაზე გამახვილდეს ყურადღება. ვფიქრობ, რომ აპარატის თანამშრომლებისთვის ძალიან ღირებული იქნება აღნიშნული ტრენინგებით ცოდნის გაღრმავება“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ურთიერთობა ორმხრივ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, პარლამენტი თავისი აპარატით და პირველ რიგში, ადამიანური რესურსებით გამოთქვამს სრულ მზაობას, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, რაზეც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი, მაქსიმალურად ჩაერთოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის როგორც საგანმანათლებლო პროცესებში, ასევე გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციების კუთხით.

“ვფიქრობ, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა ბევრ სასიკეთო შედეგს მოიტანს. რაც მთავარია, კიდევ ერთი კარგი მაგალითი იქნება სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, საგანმანათლებლო კომპონენტში“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს