სახალხო დამცველის აპარატისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა

სახალხო დამცველის აპარატისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 500 ათასი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხით მოხდება ოფისის დაქირავება იქამდე, ვიდრე ომბუდსმენის აპარატის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება არ მოხდება.

ცნობისთვის, შენობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი ამ დრომდე იყო განთავსებული, ავარიულია. აღნიშნულის გამო აპარატმა რამდენიმე დღის წინ მუშაობა შეაჩერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო