აკაკი ზოიძე სააკაშვილის განაჩენზე - პრეზიდენტმა დაავალა სახელმწიფო სტრუქტურას მოქალაქის დასახიჩრება, 6 წელი ძალიან ცოტაა ასეთი გადაცდომისთვის

მიმაჩნია, რომ ექვსი წელი ძალიან ცოტაა ასეთი გადაცდომისთვის, –განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ მიხეილ სააკაშვილის მიმართა გამოტანილი განაჩენის კომენტირებისას. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილის მიმართ განაჩენი პოლიტიკური ნიშნით გამოიტანეს, არის უსინდისობა.

„პრეზიდენტმა დაავალა თავის სახელმწიფო სტრუქტურას პირადი შურისძიება ადამიანზე და დაასახიჩრეს ადამიანი, ასეთ პირობებში, სასამართლომ გამოუტანა მას განაჩენი, მიმაჩნია, რომ ექვსი წელი ძალიან ცოტაა ასეთი გადაცდომისთვის. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტმა დაავალა სახელმწიფო სტრუქტურას კონკრეტული მოქალაქის დასახიჩრება პირადი შურისძიების მიზნით და თქვენ მეუბნებით, რომ ეს არის ნაკარნახევი პოლიტიკური სპეკულაციებით? ეს არის სირცხვილი, ვინც ამას ლაპარაკობს და მათ შორის, თვითონ სააკაშვილიც ამას რომ იძახის, უსინდისო რომ იყო ვიცოდით, მაგრამ ამ კონკრეტულ დანაშაულზე რომ ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი, ეს უსინდისობაა“, –განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა

2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა