გულია გოცირიძე გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი, გულია გოცირიძე მის სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

საკრებულოს ინფორმაციით, მაჟორიტარი რაიონში არსებულ პრობლემებს ადგილზე ეცნობა და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობით მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.

როგორც გულია გოცირიძემ აღნიშნა, მოსახლეობა მას ძირითადად კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართავს, ხოლო დეპუტატი პრობლემების გადაწყვეტის გზებს თავად მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე სახავს.

მაჟორიტარის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა რაც შეიძლება დროულად მოხდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო