ადვოკატის განცხადებით, თამთა ჯანჯღავა ფსიქოტროპულ პრეპარატებს ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა.

როგორც არჩილ შაბაშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ექიმის დანიშნულებით გამოწერილი ჰქონდა მსგავსი სახის პრეპარატები. მისივე თქმით, პროკურატურა არ დაინტერესებულა იმით, თუ რის გამო მოიხმარდა ჯანჯღავა პრეპარატებს.

"შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის დანიშნულებით, უბრალოდ ამით სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა. ჯანჯღავას დღეის მდგომარეობით ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, რაზეც საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანაშაულის მოხდენისას ის არ იყო ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ", - განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

რაც შეეხება თამთა ჯანჯღავასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, ადვოკატის თქმით, მისი გასაჩივრების საკითხს ჯანჯღავასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტს.

"დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. გასაჩივრების საკითხს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა შაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმის პროკურორის განცხადებით, ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებს - თამთა ჯანჯღავას და ნათია თოფურიას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა