დავით სერგეენკო - უნდა შევეჩვიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ

უნდა შევეჩვიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ და “რიკოშეტული“ შეფასებები არ გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ალბათ უნდა შევეჩვიოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ და არ გავაკეთოთ მისი შეფასებები, მით უმეტეს ასეთი “რიკოშეტული“ შეფასებები, რომ ამან ასე თქვა, იმან ისე თქვა და ა.შ. უბრალოდ არაფერს არ ვიტყვი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა

2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო