დავით ზალკალიანი - ველოდებით, რომ ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები გვექნება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელის ნატო-ს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინების თვალსაზრისით სამ მიმართულებას ასახელებს.

სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე დავით ზალკალიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული მოლოდინი, რომ ის პოზიტიური რეფორმები თავდაცვის პოლიტიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით და ასევე, ის კონტრიბუცია, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, იქნება შესაბამისად ასახული ღია კარის პოლიტიკის ჭრილში - ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება და ჩვენი მოლოდინი ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ასევე არის, რომ საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი შესაბამის ფორმატებში. მესამე მიმართულება გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშომლობთ ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან, რათა განმტკიცდეს ჩვენი თანამშომლობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. სწორედ ამ სამი მიმართულებით არის განპირობებული ჩვენი მოლოდინები. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან და ველოდებით, რომ ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე ჩვენ გვექნება ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს