კახა კალაძე - თბილისის მერია შავი ჯიპებისგან თავისუფალია

თბილისის მერი კახა კალაძე სამთავრობო უწყებებში ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივას მიესალმება. რაც შეეხება უშუალოდ თბილისის მერიას, როგორც კალაძე აცხადებს, დედაქალაქის მთავრობა შავი ჯიპებისგან თავისუფალია.

“პრემიერის ინიციატივას ჯიპების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მივესალმები, ხოლო რაც შეეხება ჩვენს უწყებას, დედაქალაქის მერია შავი ჯიპებისგან თავისუფალია, უბრალოდ გყავს პიკაპის ტიპის მანქანები, რომლებიც გარკვეულ სამსახურებს სჭირდება,”- განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ აპირებს წარადგინოს ახალი ინიციატივა, რომელიც არა მხოლოდ ჯიპებს, ზოგადად სამთავრობო ავტოპარკს - განსაკუთრებით კი, ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა