ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 30 ათას კომპანიას, ჯამურად 550 მლნ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერება

ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, დაახლოებით 30 ათას კომპანიას, ჯამურად 550 მლნ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერება. ამის შესახებ გაგუამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს დავალიანებები 2011-2012 წლებში წარმოიშვა და ხშირ შემთხვევაში აღნიშნული დავალიანებები ამ კომპანიების გაჩერების მიზეზი იყო.

“აღნიშნული ინიციატივით კომპანიებს, რომლებსაც 2011 და 2012 წლებში დაერიცხათ საგადასახადო დავალიანებები და მას შემდეგ ისინი გაჩერებული არიან, აღნიშნულ კომპანიებს ეს დავალიანებები ჩამოეწერებათ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს