შაუმიანის საჯარო სკოლის „ეტალონმა-მოსწავლემ“ ინტელექ-ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მილენა ადამიანმა, ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" ფინალზე, მე-2 ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

ფინალური შეხვედრა, 26 ივნისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა, სადაც 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონ მოსწავლე“ გამოვლინდა.

მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე 150 ათასზე მეტ მოტივირებული ახალგაზრდიდან, 78 რჩეული იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ფინალზე საპატიო სტუმრად მიწვეულები იყვნენ ხოჯორნის საჯარო სკოლის წარმომადგენლები, ხოლო სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლემ მალაქ აშიროვამ ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მიიღო მონაწილეობა და მუხრან მაჭავარიანის ლექსი წაიკითხა.

InterPressNews.Ge„ეტალონის“ საზეიმო დასკვნით ღონისძიებას პედაგოგები, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წლევანდელი თამაშის გამარჯვებული და „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.

„ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მისი მიზანი განათლების ხელშეწყობა, სოციალურ-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების, მათი მშობლებისა და პედაგოგებისათვის მოტივაციის ამაღლებაა. მარნეულის მუნიციპალიტეტი ულოცავს მილენას და მის პედაგოგებს ინტელექტ ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს“, - აცხადებენ მერიაში.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს