„ფაბრიკაში“ ფერმერთა სათათბიროს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი დაესწრება

„ფაბრიკაში“ ხვალ ფერმერთა სათათბიროს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელსაც 60 მუნიციპალიტეტიდან 120 ფერმერი დაესწრება.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ფერმერთა სათათბირო მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნიკაციო ქსელის მუნიციპალურ დონეზე გავრცელებას, რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით აქტივობების განხორციელებას.

შეხვედრაზე ფერმერები გაეცნობიან სტატისტიკის წარმოების შესახებ უახლეს ინფორმაციას, რომელზეც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაია გუნცაძე ისაუბრებს.

გაფართოებულ შეხვედრას, ილიაუნის ბიზნესკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე დაესწრება, რომელიც ფერმერებს განათლებისა და ეკონომიკური ზრდის შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.

გაფართოებულ შეხვედრაზე, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო ტრენერი თორნიკე გურული მარკეტინგისა და გაყიდვების ტექნოლოგიებზე ისაუბრებს. შეხვედრას ასევე დაესწრება, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და მოტივაციის ამაღლების მიმართულებებს მიმოიხილავს.

„ფერმერთა სათათბირო სოფლის მეურნეობის საკითხებზე საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად არის ჩართული ,რაც ხელს უწყობს ფერმერთა საქმიანობის განვითარებისათვის აუცილებელი პროექტების განხორციელებას. ადვოკატირება, როგორც ფერმერთა სათათბიროს მიზანი,- ამ საკითხებზე ისაუბრებს ფერმერთა ასოციაციის იურისტი ნიკოლოზ აბუთიძე და ფერმერებთან ერთად განიხილავს ამ საკითხს. სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება განათლება. შეხვედრაზე პროფესიული სწავლების ექსპერტი ნიკოლოზ მესხიშვილი დისტანციური სწავლების მნიშვნელობასა და კერძო სექტორის წახალისების მექანიზმებზე ისაუბრებს“, - აცხადებენ ფერმერთა ასოციაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს