ზვიად ძიძიგური - გამარგინალებული სააკაშვილი და მისი „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ

ეს იყო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის დავალებით განხორციელებული თავდასხმა დეპუტატზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ასეთი ტიპის საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს.

„ცოტა მოგვიანებით არის მიღებული სასამართლო განაჩენი. არ მგონია, ეს ვინმესთვის რაიმე კითხვის ნიშანს იწვევდეს", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების არ ეშინია.

,,ბოდიში მომითხოვია და გამარგინალებული სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ემორჩილებოდა ჯარი, პოლიცია, უშიშროება, პარლამენტი, ბანკი, ბიზნესი, მთავრობა, მაშინ მოვუგეთ არჩევნები და ახლა რა უნდა დააკლოს პოლიტიკურ სიტუაციას მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სახურავებზე სირბილით გვამახსოვრებს თავს მხოლოდ. სამწუხაროა, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ვლაპარაკობ ამას, მაგრამ ის არის მარგინალების რიგში“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს