ირაკლი ნოზაძის საქმის პროკურორი - ნათია თოფურიას ნარკოტიკების, თამთა ჯანჯღავას კი ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა

ნათია თოფურიას ნარკოტიკების, თამთა ჯანჯღავას კი ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა, - აღნიშნულის შესახებ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეში ბრალდებულებთან დაკავშირებით განმარტება პროკურორმა თამარ მისაბიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგად გააკეთა.

როგორც მისაბიშვილმა აღნიშნა, თოფურია ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, სავარაუდოდ, ირაკლი ნოზაძის დაჭრის დროს იმყოფებოდა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარისთვის სასამართლოს მიერ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოსალოდნელი იყო.

"ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გამოიყენებდა, რადგან სახეზე იყო ამის ყველა საფუძველი. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ნამდვილად ასაბუთებდა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები ნამდვილად არსებობდა. რაც შეეხება ბრალდებულების მიერ ნარკოტიკების მოხმარებას, ნათია თოფურიას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ხოლო მეორე ბრალდებულს ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებაზე პროცესზეც ისაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო