ფინანსთა მინისტრი - მნიშვნელოვანია ოპონენტებმა გააცნობიერონ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია და ხალხის სახლში გაშვება დაკავშირებული ცნებები არ არის

ძალიან მნიშვნელოვანია ოპონენტებმა გააცნობიერონ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია და ხალხის სახლში გაშვება ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებები არ არის, - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება სტრუქტურულ ცვლილებებს ფასადურად ახორციელებს და ხარჯები ვერ შემცირდება, ვინაიდან მთავრობა წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეებს სამსახურებიდან ვერ გაათავისუფლებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია და ხალხის გაშვება ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებები არ არის. ეს ეკონომიკის ელემენტარულმა მცოდნემ უნდა იცოდეს, ამიტომ ჩვენთვის ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ ხდება ამ ორი ცნების დაკაშირება. როცა ჩვენ მცირე მთავრობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ეფექტურ მთავრობას, რომლის შენახვა ეკონიმიკას უფრო ნაკლები უჯდება. მცირე მთავრობის კონცეფცია არ ითვალისწინებს ვინმეს სახლში გაშვებას და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი აღრევები ხდება. ჩვენი კონცეფცია მათ შორის ეყრდნობა პრინციპს, რომ საჯარო მოხელე უნდა იყოს დაფასებული“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გაგუას განმარტებით, მცირე მთავრობის კონცეფცია არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, არამედ მთავრობა უნდა იყოს ეფექტური.

“როცა ვსაუბრობთ მცირე მთავრობის კონცეფციაზე, ამის სწორი გამზომველი ინდიტიკატორი არის ხელფასების ფარდობა მშპ-სთან. ეს მაჩვენებელი გასულ წელს გვქონდა 4,5%-ზე მეტი და წელს გვაქვს დააახლოებით 4,3%, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია მისი შემცირება - 3,9%-მდე. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 160 მილიონი ლარით შემცირებასთან გვაქვს საქმე. უნდა გვესმოდეს, რომ 3,9% მშპ-ის ხელფასებთან მიმართებაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, სინგაპურს აქვს ზუსტად ეს მაჩვენებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 16-17 წლის განმავლობაში. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხელფასების მოცვა საბიუჯეტო სექტორში ძალიან მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი. იყო შემთხვევები, როცა ხელფასებზე გაწეული ხარჯი სხვა კატეგორიაში ხვდებოდა, ახლა კი, ხელფასების მოცვა და აღწერა სრულად გვაქვს ასახული. ჩვენი საბიუჯეტო მაჩვენებელი არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე და სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ხელფასის ზომა ეკონომიკაში იქნება 3,9%, რაც არის ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა გაგუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო