რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს პეტრე-პავლობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. “კათოლიკური სამყარო დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც “თავთა მოციქულთა“. მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულ წმინდანთა ხსენება ერთ დღესასწაულად აღინიშნება“, - აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს