ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, მაისში ეკონომიკური ზრდის 7,5%-იანი მაჩვენებელი გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობებმა განაპირობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ჩერქეზიშვილის შეფასებით, მაისში ეკონომიკური ზრდის 7,5%-იანი მაჩვენებელი გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობებმა განაპირობა.

“ეკონომიკური ზრდა გამოიწვია იმან, რომ პირველ რიგში მაისში ეკონომიკური აქტივობა იზრდება. ეს ასევე განპირობებული იყო საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდით, ასევე მაისში ჩვენ დაგვიფიქსირდა 50%-იანი ზრდა ექსპორტის მიმართულებით და 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა იმპორტის მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის ინიციატივები, როლებიც განხორციელდა დღგ-სთან მიმართებაში, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ზრდის ტემპის დაჩქარებას, ასევე ტურიზმიდან შემოსავლები იყო საკმაოდ დიდი. 32%-იანი ზრდა იყო ფრენების მიმართულებითაც. ვვარაუდობთ, რომ ივლისში ეს აქტივობები კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა