განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - სურსათის, ცხოველის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროს განვითარებას მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაეყარა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სურსათის, ცხოველის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროს განვითარებას მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაეყარა.

უწყების ცნობით, გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე შემუშავდა და დამტკიცდა “ვეტერინარიის“ ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივი შრომის ბაზრისა და ევროდირექტივის მოთხოვნებს ითვალისწინებს.

ვეტერინარიის პროფესიული კვალიფიკაცია განისაზღვრა მეხუთე საფეხურზე, რომლის სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობა ორი წელია და სავალდებულოდაა გათვალისწინებული პრაქტიკულ-კლინიკური მეცადინეობა.

“ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროგრამა უზრუნველყოფს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური ვეტერინარი ტექნიკოსის მომზადებას, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში შეძლებს: - ცხოველთა მკურნალობას; მათ დაავადებებსა და დაზიანებებზე რეაგირებას; საზოგადოებისა და პიროვნებებისთვის რჩევების მიცემას; ოპერაციის შემდგომ ცხოველთა მდგომარეობის მონიტორინგს; ამბოლატორიულ მკურნალობას; ცხოველთა ხელოვნურად განაყოფიერების მიზნით ტექნიკური დავალებების შესრულებას; ვეტერინარისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების დიაგნოსტირებისას რადიოგრაფების, ნიმუშებისა და სხვა ლაბორატორიული ტესტების შეგროვებაში დახმარებას; ვეტერინარი ქირურგის ასისტირებას; დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ პროცესებში მონაწილეობას“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრლებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ როგორც დამხმარე პერსონალი/სპეციალისტი ვეტერინარიაში, ვეტერინარ-ტექნიკოსი, ექთან-ვეტერინარი და ვეტერინარის ასისტენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა