„საყდრისის კომიტეტის“ ორგანიზებით, პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ გაიმართა

დღეს, დმანისში „საყდრისის კომიტეტის“ ორგანიზებით, პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საყდრისის კომიტეტმა“ აცნობა, პროექტები "დამწერლობა ქართული" და „მოხატული კერამიკა“ 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით ქვემო ქართლის სამი მუნიციპალური ერთეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის მიმდინარეობს.

„ქვემო ქართლში შემეცნებითი პროექტების პრეზენტირების ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ შესთავაზეს. კომიტეტის წევრები პროექტების განხორციელების ეტაპებში თანაორგანიზატორების რანგში ჩაერთვებიან.

პროგრამა, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა, მიზნად ისახავს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას,” - ნათქვამია „საყდრისის კომიტეტის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში მოზარდები გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს, ასევე იმუშავეს თიხის ჭურჭლის მოხატვაზე. შემეცნებითი კურსის პრეზენტაცია სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებმა და საყდრისის კომიტეტის წევრებმა წარმართეს.

„ორგანიზაცია მადლობას უხდის დმანისის და ბოლნისისი მუნიციპალიტეტს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს