გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა. ცეცხლი ყაჭიურების ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ორი ბავშვი იმყოფებოდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.