პატიმრების ნაწილი იმ ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, რომლის თანახმადაც, გაშიშვლების გზით ქალი პატიმრების შემოწმება ხდება

სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულების პატიმრების ნაწილი იმ ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, რომლის თანახმადაც გაშიშვლების გზით, ქალი პატიმრების შემოწმება ხდება.

„ინტერპრესნიუსს“ ქალთა კოლონიის მსჯავრდებული ლეილა კუსრაშვილი დაუკავშირდა და "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და ომბუდსმენის ანგარიში გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლავ ხდება ქალი პატიმრების შემოწმება გაშიშვლების გზით. მსჯავრდებულის თქმით, პატიმრები გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

„ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალთა კოლონიაში არის დარღვევები. ჩვენ მაშინვე აღვშფოთდით, რადგან აქ ასეთი რამე არ ხდება. წუხელვე დავრეკეთ და მოვიდნენ სახალხო დამცველის აპარატიდან. ჩვენ მათ გავესაუბრეთ, რომ აქ ასეთი რაღაცები არ ხდება. რას ჰქვია ბუქნები და შეურაცხყოფა? პატიმრები შიმშილობას გამოვაცხადებთ. ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ გავრცელებულმა ინფორმაციამ ცუდად იმოქმედა ჩვენი ოჯახის წევრებზე. დღეს პატიმრების ახლობლები კოლონიის წინ აპირებენ მოსვლას. როგორც ჩანს, ქალთა კოლონიაში აჟიოტაჟის ატეხვა უნდათ. თუ დაკვირვების საფუძველზეა ეს ინფორმაცია გავრცელებული, მხოლოდ სამ ადამიანზე დაკვირვებით არ უნდა გამოიტანონ დასკვნა. პირადად ჩემთან ან ჩემს გარშემო მყოფებთან მსგავსი გასაუბრება არ ყოფილა. ჩვენ ვითხოვთ იმ პირებისგან ბოდიშის მოხდას, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა.

ციხეში არ ხდება გაშიშვლება, ხდება დათვალიერება. ასევე როდესაც სასამართლოში მივდივართ იქაც გავდივართ სკანერზე შემოწმებას და არანაირი გაშიშვლება არ ხდება“, - განაცხადა ლეილა კუსრაშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესესებულებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას. ამის შესახებ მათ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მონიტორინგი ჩატარდა სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში, სადაც სკანერის აპარატიც არის დამონტაჟებული, თუმცა მონიტორები აღნიშნავენ, რომ ქალ-მსჯავრდებულებს-ბრალდებულებს დაწესებულებაში პირველადი მოთავსების დროს არ ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ შემოწმების რომელ სახეს ირჩევენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო