ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად, დაახლოებით 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

ხმელთაშუა ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად, დაახლოებით 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნავი ლიბიის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამ მომენტისთვის ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 14 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. სულ ნავზე 120-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის დასაწყიდიდან 20 ივნისის ჩათვლით ევროპაში საზღვაო გზით 41 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ამ პერიოდში ნავების ჩაძირვის შედეგად 960 ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო