ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია ხვალ დანაშაულის უშუალო გამომძიებელს ირაკლი ფიფიას გამოკითხავს

ხვალ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდებიან.

დღის მეორე ნახევარში გაიმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ახსნა-განმარტებას მოისმენენ. ფიფია ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.

ამასთან, კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებზე იმსჯელებენ. როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით. მისივე თქმით, ცალკე უნდა გამოიყოს საქმე, კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის - გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის 2 მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომიიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა