სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე - „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ გადართულია არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ მასმედიისთვის სენსაციის მიწოდებაზე

ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, გარკვეულ საკითხებზე შემდგარიყო მსჯელობა და ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის",

ისინი მუდმივად უგულვებელყოფდნენ ჩვენს თხოვნას, განსხვავებით სახალხო დამცველის აპარატისგან, რომელთანაც საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის მექანიზმი გვაქვს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში ეფუძნება არსებითად მცდარ ფაქტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუდმივად ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ კი გადართულია არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ იმაზე, რომ მასმედიას სენსაცია მიაწოდოს,“ - განაცხადა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის ქალი პატიმრების გაშიშვლების გზით შემოწმება და კრიმინალური სუბკულტურა არასრულწლოვნებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო