პაატა კვიჟინაძე - საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს

საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას და სავალუტო ფონდს არასდროს ჰქონიათ ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც დღეს აქვს.

“ეს ურთიერთობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველო ყველა იმ მოთხოვნას ასრულებს, რაც სავალუტო ფონდს აქვს. ეს მოთხოვნები არის სრულიად სამართლიანი და საქართველოსთვის სასარგებლო. ეს ეხება ბიუჯეტის დეფიციტს, მიმდინარე ანგარიშს, ეკონომიკურ ზრდას თუ სახელმწიფო ვალს. მაგალითად, ბიუჯეტის დეფიციტი დღეს არის 3%-ზე ნაკლები. შედარებისთვის, 2010-2011 წელში 9%-იც იყო. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, სავალუტო ფონდი ითხოვს, რომ არ იყოს 60%-ზე მეტი, ჩვენი მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში კი 50%-ზე მეტი - ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 43% მომავალ წელს“, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს