გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სესიები მომავალ კვირაში დაინიშნება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ რიგგარეშე სესიები მომავალ კვირაში დაინიშნება.

„საგაზაფხულო სესია დაიხურა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება რიგგარეშე სესიის მოწვევა. ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირაშივე იქნება რიგგარეშე სესია მოწვეული, იმიტომ, რომ პარლამენტში შემოსული არის საკანონმდებლო პაკეტი, 116 კანონპროექტით. ეს არის ის კანონპროექტები, რომლებიც მთავრობის რესტრუქტურიზაციას ისახავს მიზნად და ვფიქრობთ, მომდევნო კვირაშივე დაჩქარებული წესით განვიხილავთ ამ პაკეტს, რის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა, განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დავიწყოთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.