ეთნოგრაფიულ მუზეუმში 3 ივლისს „წიგნის სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართება

ეთნოგრაფიულ მუზეუმში 3 ივლისს „წიგნის სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართება. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „წიგნის სივრცეში“ პერიოდულად მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები და საჯარო ლექციები.

„წიგნის სივრცის“ მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ მუზეუმის ღია ბიბლიოთეკით და, სურვილის შემთხვევაში, გაამდიდრონ ჩვენი ღია სამკითხველო.

სამკითხველო სივრცე ეროვნული მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივაა. 3 ივლისს, 20:00 საათზე #ამოდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, წამოიღე შენი წიგნი, გაამრავალფეროვნე მუზეუმის ღია ბიბლიოთეკა და დატოვე ჩანაწერი ახალი მკითხველისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო