ირაკლი კოვზანაძე - სავალუტო ფონდი საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებასა და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას მხარს უჭერს

7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, აღსანიშნავია ტურიზმის გააქტიურება - ასევე, მაისში წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მასშტაბური - 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის პირველი ხუთი თვის მშპ-ის საშუალო ზრდა 6,1 % იყო, რაც აღემატება საპროგნოზო მაჩვენებელს. „როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს ვგეგმავდით, მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკა წელს 5%-ზე უფრო მეტად გაიზრდება. ეს პროგნოზი სავალუტო ფონდის განცხადებითაც დადასტურდა”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში სსფ-სთან შეთანხმებული სამწლიანი ეკონომიკური რეფორმების პროგრამა ხორციელდება. ორი დღის წინ პროგრამის მიმდინარეობა სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა და საქართველოს 42 მილიონზე მეტი დოლარი გამოუყო.

„ამ ტრანშით შეივსება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები, მათი დონე მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ქართული ლარის კურსს დამატებით სტაბილურობას მოუტანს. გარდა ამისა, სსფ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. ვფიქრობ, ეს რეფორმები უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის, განათლების, საფინანსო და სხვა სექტორებში. რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გამოიწვევს საგადასახადო აგენტების ეკონომიკურ გააქტიურებასა და ამით დამატებით შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტში -მისასალმებელია. ამ საკითხზე დამატებით ინფორმაციას პარლამენტში უახლოეს პერიოდში ველოდებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა