საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ბიოეთიკის საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ბიოეთიკის საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეებს თემაზე „თანამედროვე რეალიები და დილემები ბიოეთიკური განზომილება“ მოხსენება არქიმანდრიტმა ადამმა წარუდგინა.

შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქო აგრძელებს მუშაობას სოციალურ საკითხებზე და დღევანდელი ეს შეხვედრა ეძღვნება ბიოეთიკის საკითხებს, რომელიც ფართო სპექტრს მოიცავს. იგი დაკავშირებულია აბორტებთან, ევთანაზიასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასთან და სხვა.

„დღეს აქ გადაწყდა, მოვისმინოთ სხვადასხვა კუთხით ეს საკითხები, როგორც საკანონმდებლო, ასევე სამედიცინო კუთხითაც განვიხილოთ, საინტერესოა საეკლესიო ზნეობრივ და სულიერ ჭრილში ამ საკითხების განხილვა“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.

არქიმანდრიტ ადამის თქმით კი, მედიცინის განვითარებამ და ჯერ არნახულმა ტექნოლოგიების განვითარებამ ჯანდაცვის სისტემაში ახალი პრობლემები გამოიწვია.

„ჩვენ გვაინტერესებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ბიოეთიკურ სიტუაციაში, ეს იქნება ხელოვნური განაყოფიერება, ორგანოთა გადანერგვა თუ ნებისმიერ სხვა რამ. როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ე.წ. უიმედო სნეულების მიმართ, როდესაც ადამიანი სიკვდილის წინა მდგომარეობაშია. როგორია ჩვენი დამოკიდებულება სუროგაციის მიმართ და ა. შ. დღეს ჩვენ შევეცდებით ეს პრობლემები გავშალოთ და წარმოვადგინოთ. ჩვენი მიზანია საზოგადოებას შევთავაზოთ ამ პრობლემების დანახვის კუთხე. როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი მსოფლმხედველობა და როგორ უნლა მოვახერხოთ მომავალში ამ პრობლემებთან ერთად თანაცხოვრება, მათი გადაწყვეტა“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ადამმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა