ლევან ხაბეიშვილი - ამბობდნენ, ეკოლოგურად სუფთა ავტობუსებს შემოვიყვანთო, თუმცა, ვნახეთ, რომ დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოჰყავთ

ამბობდნენ, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებს შემოვიყვანთო, თუმცა, ვნახეთ, რომ დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოჰყავთ, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ოპოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

"ჯერ ბაზრის კვლევა ჩაატარეს, რაშიც თანხა დახარჯეს და თქვეს, რომ 45 მილიონად 100 ავტობუსს ვიყიდითო, თუმცა, ეს ტენდერი ჩაუვარდათ. შემდეგ, თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, 100 ავტობუსს ვეღარ ვიყიდით, 90-ს ვიყიდითო. თუმცა, ორი დღის წინ, ეს ტენდერიც ჩავარდა. ამბობდნენ, ჩვენ ეკოლოგურად სუფთა ავტობუსებს შემოვიყვანთო, ეს დედაქალაქში ეკოლოგიის მიმართულებით საფრთხეს არ შექმნისო, თუმცა, ვნახეთ, რომ დიზელზე შემოჰყავთ. ეს არ გაუპროტესტებია უმრავლესობას. რაღაც სხვა სიგრძის ავტობუსი შემოგვყავს და ვერ იქნება ან გაზზე ან ეკოლოგიურად სუფთაო. აქ რამდენიმე პრობლემაა. დედაქალაქის მერი რომ იტყვის 100 ავტობუსი გვეყოლება წლის ბოლომდეო და შემდეგ, რამდენჯერმე უვარდებათ ტენდერი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტენდერიდან ტენდერამდე 10 ავტობუსი ფაქტობრივად დაკარგეს ერთსა და იმავე თანხაში. უკაცრავად, მაგრამ გვაქვს შეკითხვები", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა